Accentnews.ge
რუსებისთვის წართმეული სამხედრო ტექნიკის ნახევარი ანგარებშია სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო - WP

რუსებისთვის წართმეული სამხედრო ტექნიკის ნახევარი ანგარებშია სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო - WP

27/12/2022 16:09:46 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულ ძალების მიერ ხელში ჩაგდებული რუსული ტექნიკის შეკეთებისას სირთულეები შეიქმნა სათადარიგო ნაწილების მოძიებაში პრობლემების გამო. ნადავლის დიდი ნაწილი ანგარებშია, ვერ ხერხდება რა მანქანების შეკეთება,– ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემის ჟურნალისტები უკრაინის სარემონტო განყოფილებების პერსონალს გაესაუბრნენ, რომლებმაც წარმოქმნილ სირთულეებზე ისაუბრეს.

მაგალითად, BMP-3 არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო მანქანა, რომელიც ემსახურება რუსეთის არმიას. ამ მანქანებიდან რამდენიმე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ მათთვის სათადარიგო ნაწილები არაა, მხოლოდ სხვა მანქანიდან ამოღებაა შესაძლებელი, მაგალითად, დაზიანებულიდან.

"მანქანის შესაკეთებელი ნაწილების საპოვნელად ბატალიონს ანალოგიური წყვილი უნდა ეპოვნა. ამ ტიპის საბრძოლო მანქანის ადრინდელი მოდელებისგან განსხვავებით, BMP-3-ის შეკეთება უკრაინული ანალოგებით შეუძლებელია", - აღნიშნავს გამოცემა.

სამხედრო შემკეთებლები, რომლებთანაც ჟურნალისტებმა ისაუბრეს, ჩივიან, რომ უკრაინაში არ არსებობს მექანიზმი ნადავლის შესაკეთებლად.

"შესაძლებელია, რომ სხვა ბრიგადას ჰქონდეს იგივე მანქანა. (...) შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამით ან მონაცემთა ბაზით, რომელიც თვალყურს ადევნებს თავსებადი ქვედანაყოფებს სხვადასხვა ბრიგადაში", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

25-ე სადესანტო ბრიტაგის წევრის ვადიმ უსტიმენკოს თქმით, მართლაც ბევრი რუსული ტექნიკა იგდეს ხელთ, თუმცა მათგან ცოტაა გამოყენებადი.

„ტექნიკა, რომლის ამუშავებასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა, შეიძლება, ხელის თითებზე იყოს ჩამოსათვლელი; რომელსაც რემონტი სჭირდებოდა, მაგრამ მუშაობდა, ალბათ, – 30%. ბოლო 50% პროცენტი იყო უსარგებლო ნაგავი, რომელიც ბევრ მუშაობას საჭიროებს“,– თქვა მებრძოლმა.

უკრაინელმა მებრძოლებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან დაიწყეს რუსული სამხედრო აღჭურვილობის ხელთ გდება. უკრაინის დამცველებს ხელში ჩაუვარდათ როგორც ცნობილი საბჭოთა მანქანები, ასევე უფრო იშვიათი ტექნიკა.

უკრაინის არმიამ განსაკუთრებით მსხვილი ნადავლი იგდო ხელთ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული სწრაფი კონტრშეტევის დროს, როდესაც რუსულმა არმიამ ასევე სწრაფი ტემპით დაიხია უკან.

Ukroboronprom-ის აღმასრულებელი დირექტორის იური გუსევის თქმით, დიდი რაოდენობის რუსული ტექნიკის ხელში ჩაგდების გამო შეიქმნა პროგრამა ამ ტექნიკის შესწავლისა და მოდიფიცირებისთვის. შედეგად, ამ მანქანების ნაწილი გამოყენებულ იქნა თავად აგრესორის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S