Accentnews.ge
ომმა უკრაინაში შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა – გაერო

ომმა უკრაინაში შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა – გაერო

27/12/2022 16:23:09 ევროპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან ომს შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 11 ათასამდე სამოქალაქო პირი.

მხოლოდ დეკემბერში დაიღუპა 165 სამოქალაქო პირი, დაშავებულია 500 უკრაინელი.

გაერო აღნიშნავს, რომ რეალურად დაღუპულთა რაოდენობა უფრო მაღალია, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ინფორმაცია დაგვიანებით მოდის.

სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.

მიუხედავად არაერთი მტკიცებულების არსებობისა, რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S