
„პოლიტიკური ახლომხედველობა“: უკრაინის საგარემ ვიქტორ ორბანის სკანდალურ განცხადებას უპასუხა
27/12/2022 16:30:45 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სკანდალურ განცხადებას, რომ რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი შეწყდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის იარაღით დახმარებას.
როგორც უწყება აღნიშნავს, ორბანი თავისი განცხადებებით „უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას და პოლიტიკური ახლომხედველობას ავლენს“.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები ავლენს უკრაინისა და უკრაინული ერის პათოლოგიურ უგულებელყოფას, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ვინაიდან უკრაინის ომში წაგება, რისკენაც ორბანი ირიბად მოგვიწოდებს, მიგვიყვანდა უნგრეთისა და უნგრელებისადმი რუსული აგრესიის პირდაპირი საფრთხისკენ”, - წერია განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს ორბანს, საკუთარ თავს ჰკითხოს, სურს თუ არა მას მშვიდობა:
“თუ პასუხი დადებითი იქნება, მან უნდა გამოიყენოს მოსკოვთან თავისი ახლო კავშირები, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს”.
ორბანი გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. მას არაერთხელ უწოდეს ევროკავშირის „ტროას ცხენი“.