
მოსკოვი ერევნის განცხადებებს "პროვოკაციულად" აფასებს
27/12/2022 16:33:02 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის განცხადებებს "პროვოკაციული" უწოდა.
"მსგავსი განცხადებები პროვოკაციულად შეიძლება, შეფასდეს. ისინი არ შეესაბამება რეალობას. რუსი ჩინოსნებიდან მსგავსი რამ არავის უთქვამს და სომხური მხარისთვის მსგავსი რამის გადაცემა არავისთვის უთხოვია", — განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგორიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე - რუსეთი "აიძულებს სომხეთს, აზერბაიჯანს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე დერეფანი გამოუყოს და ამასთანავე, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს".