
უკრაინული სპეცრაზმის "ყირიმის" შემადგენლობა მუდმივად იზრდება - უკრაინული დაზვერვა
27/12/2022 20:28:55 ევროპა
უკრაინული სპედანიშნულების რაზმის "ყირიმის" რაოდენობრივი შემადგენლობა მუდმივად იზრდება, მას უერთდებიან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მაცხოვრებლები,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.
„დღეს ყირიმელი თათრები აქტიურად მონაწილეობენ ომში თავიანთი ისტორიული მტრის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში. ასე რომ ყირიმელი თათრებისგან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რიგებში ჩამოყალიბდა ცალკე სპეციალური დანაყოფი "ყირიმი", რომელიც ახლა იცავს უკრაინის მიწას ბახმუტში, მან მონაწილეობა მიიღო წარმატებულ სპეცოპერაციებში ქვეყნის სამხრეთით და სხვა ცხელ წერტილები. დანაყოფის მებრძოლები უკვე დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ჯილდოებით მტრის განადგურების წარმატებული ოპერაციებისთვის, რომლებიც განხორციელდა სხვა ქვედანაყოფების უკრაინელ ძმებთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დაზვერვა აღნიშნავს, "ეჭვგარეშეა, რომ ყირიმელი თათრები იქნებიან წინა პლანზე, რომლებიც გაათავისუფლებენ მშობლიურ მიწას - უკრაინულ ყირიმს რუსული საოკუპაციო ჯარებისგან":
„ყირიმელი თათრები იყვნენ, არიან და დარჩებიან ყირიმში უკრაინის სახელმწიფოს საიმედო მხარდაჭერად. ჩვენი მომავალი გამარჯვება დღეს მოიპოვება უკრაინელების, ყირიმელი თათრების და უკრაინის დამცველი ყველა ეროვნების ერთობლივი ძალისხმევით".
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს „ძალით და დიპლომატიით “ დაიბრუნებს.