
ალასანია: " სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას არ აპირებს"
28/12/2022 10:00:49 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბროსას განაცხადა, თუ „სასამართლო ოდნავ მაინც ობიექტურია“ მოწმეების გამოკითხვა ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის დაკითხვით უნდა დასრულდეს.
„იგი არ აპირებს დისტანციურად ჩართვას, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მაინც ვერ ჩართავენ და ხომ ვიცით, როგორც მთავრდება. მას შემდეგ, რაც გამოიკითხა ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი და ახლა გამოიკითხება ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი, მე რომ მკითხო ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს და სასამართლოს მეტი არაფერი უნდა აინტერესებდეს, თუ არის ოდნავ ობიექტური",- აღნიშნა ალასანიამ.
ცნობისთვის: დღეს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.