„მტერს დიდი ზიანი მიაყენეს“: რუსეთის ტერიტორიაზე დაღუპული უკრაინელი დივერსანტების ამბავი

28-12-2022 14:07:39 ეს საინტერესოა

უკრაინელი სამხედრომ და აქტივისტმა ევგენ კარასმა დაადასტურა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინელი დივერსანტი დაიღუპა მაგრამ არ ადასტურებს რუსული ФСБ–ს ცნობას "დივერსიული ჯგუფის" აყვანის თაობაზე.

რუსეთის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებდა, რომ 25 დეკემბერს ბრიანსკის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინის ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს, მოხდა შეტაკება უკრაინულ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფიდან და რომ ბრძოლისას ოთხი დივერსანტი დაიღუპა.

მათი ცნობით, მებრძოლებს თან ჰქონდათ გერმანული SIG Sauer-ის ავტომატები და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა საერთო წონა 40 კილოგრამი იყო.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში და სადაზვერვო სამსახურში, რომელიც, მათ შორს, მსგავსი ღონისძიებებითაც არის დაკავებული, თუმცა ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრომ ევგენი კარასმა. მანამდე კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაღუპულებმა ბრაიანსკის და ბელგოროდის რაიონებში „დათესეს „აფეთქების ხმა“[როგორც რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ მასშტაბურ აფეთქებებს მისი მნიშვნელობის დასაკნინებლად – რედ].

მისი ცნობით, 34 წლის იური "სვიატოშა" გოროვეცი, 32 წლის მაქსიმ "ნეპეიპივო" მიხაილოვი, 38 წლის ტარას "ტარასი" კარპიუკი და 19 წლის ბოგდან "აპოლონი" ლიაგოვი ნამდვილად ირიცხებოდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ასრულებდნენ მთელ რიგ რთულ დავალებებს ომის მიმდინარეობისას.

„დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი იური სვიატოშას მეთაურობით ამ დიდი ომის განმავლობაში რთულ დავალებებს ასრულებდა. ბევრი სარისკო დავალება წარმატებით დასრულდა. ისინი ხშირად მუშაობდნენ ფრონტის მიღმა. მათგან ყველაზე უმცროსი ბოგდანი იყო, მაგრამ უკვე გამოცდილი სამხედრო, რადგან მართლაც დიდი შესაძლებლობები და უნარები ჰქონდა. ისინი არ ყოფილან შემთხვევითი ადამიანები: ტარასი "კაზაკო, ლუდი არ დალიო", იური. ისინი ერთად იბრძოდნენ ჯერ კიდევ 2014 წელს. მრავალი თვის განმავლობაში იბრძოდნენ ყოველგვარი ხელფასის, სოციალური გარანტიების გარეშე. მაგრამ მათ ძალიან რთული საქმეები გააკეთეს.

მისივე თქმით, „ФСБ –ს თანამშრომლები სუსტი ცხვრები არიან, რომლებმაც ვერანაირად ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა ამ ბიჭებს. სამწუხაროდ, ისინი კარგად ორგანიზებულ დანაღმულ ველზე დაიღუპნენ. ФСБ–ს ისინი არ დაუჭერია. ჯგუფი კარგად იყო შეიარაღებული და აღჭურვილი. მოტივაცია მაღალი იყო, მაგრამ ასეთი ოპერაცია ყოველთვის სარისკოა და არავინაა დაზღვეული სიკვდილისგან. ეს ადამიანები დაიღუპნენ რთული დავალების შესრულებისას. მათ ბევრი მსგავსი დავალება შეასრულეს და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს“.

ოკუპირებულ ლუგანსკში უკრაინელი პარტიზანების ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ ჟემჩუკოვი გამარტავს, რომ ვინაიდან უკრაინას რუსეთისთვის ომი არ გამოუცხადებია, ოფიციალურად მსგავს აქტივობებს არ დაადასტურებს, რადგან ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, ხოლო ჟენევის კონვენციაში მსგავსი საქმიანობის წესები არაა გაწერილი. ამიტომ, მისი თქმით, თუ რუსი სპეცსამსახურები რაიმე ინფორმაციას მოიძიებენ დივერსანტების თაობაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებში იტყვიან, რომ მათ სამსახური დატოვებული ჰქონდათ.

„ეს ჰიბრიდული ომის სტანდარტული სქემაა. დივერსიული ჯგუფის მიზანი სამხედრო ობიექტია. ის რუსეთში საუბრობენ სავაჭრო ცენტრებსა და მსგავს ობიექტებზე, მსგავსი საკითხებით უფრო რუსი პარტიზანები არიან დაკავებული. ხოლო ყველა სამხედრო ობიექტი, რომელიც განადგურდა, განადგურდა უკრაინელი დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფების მონაწილეობით. რადგანაც მათ საზღვრის დახურვა ამ მეთოდით დაიწყეს (დანაღმვით), ე.ი. ჩვენი მოქმედება ძალიან ეფექტური იყო მათ ზურგში. ყველა უკრაინელი კონტროლდება რუსი სპეცსამსახურების მიერ, ამიტომ, ყველაზე წარმატებული ოპერაციები ხორციელდება ან ჩვენი დაზვერვის ჩართულობით, ან რუსეთის იმ მოქალაქეების დახმარებით, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენს სპეცსამსახურებთან“,– განმარტავს ჟემჩუკოვი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინაში, ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში და რუსეთის სიღრმეშიც კი (ფრონტის ხაზიდან ასეულობით კოლომეტრის დაშორებით) არაერთი აფეთქება მოხდა სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე. ოფიციალურად კიევი ამ ინციდენტებთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები