
ანექსირებულ იალტაში საახალწლო დეკორაციებისთვის უკრაინის დროშის ფერები გამოიყენეს
28/12/2022 11:00:41 ევროპა
ანექსირებული ყირიმის იალტის ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო დეკორაციებისთვის ყვითელი და ლურჯი ფერები გამოიყენეს,– იუწყება Крым.Реалии–ს კორესპონდენტი.
უკრაინის დროშის ფერებში მორთულ დეკორაციებზე ყურადღება ტელეგრამ–არხ «Крымский ветер»–ის გამომწერებმაც გაამახვილეს და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
იალტის რუსული დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
მანამდე ქერჩში აგორდა სკანდალი ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებული საახალწლო ნაძვის ხის გამო, რომელიც ლურჯი და ყვითელი ბურთებით იყო მორთული: ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ქერჩის მთავარ საახალწლო ხეს თითქოს "მეზობელი ქვეყნის დროშის ფერებით" დაამშვენეს. ქერჩის საზოგადოებაში ამტკიცებენ, „ამ ფაქტზე შემოწმება დაიწყო“.