Accentnews.ge
ბახმუტში ზელენსკის შემდეგ ბუდანოვი ჩავიდა

ბახმუტში ზელენსკის შემდეგ ბუდანოვი ჩავიდა

28/12/2022 12:43:24 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში – ბახმუტში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ჩავიდა და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა.

როგორც იტყობინებიან, ვიხიტი 27-28 დეკემბერს შედგა. ფრონტზე ბუდანოვი შეხვდა სპეცდანიშნულების სადაზვერვო ჯგუფს.

„გენერალ-მაიორმა მოისმინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფების მეთაურების მოხსენებები, განსაზღვრა დავალებები და დააჯილდოვა ჯარისკაცები“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 დეკემბერს ბახმუტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია.

ბახმუტის მიმართულება ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მანამდე ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების წინსვლის სიჩქარე შენელდა, თუმცა „ჯერ ჯერ ნაადრევია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს რუსული შეტევის კულმინაცია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S