Accentnews.ge
როგორ იპოვა გერმანულმა დაზვერვამ საკუთარ რიგებში რუსეთის ჯაშუში

როგორ იპოვა გერმანულმა დაზვერვამ საკუთარ რიგებში რუსეთის ჯაშუში

28/12/2022 14:22:05 ევროპა

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის რიგებში სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი დასავლური დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ამხილეს,– იუწყება Spiegel.

გამოცემის ცნობით, დასავლურმა დაზვერვამ რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინა რუსული მხარის მონაცემები – ერთი ან მეტი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას. ყურადღება იმ გარემოებამ მიიპყრო, რომ ამ დოკუმენტების იდენტიფიცირება მოხდა როგორც აშკარად გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებულის.

უცხოელი პარტნიორის გაფრთხილების წყალობით, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უსაფრთხოების სპეციალისტებმა მოახერხეს გაჟონვის წყაროს იდენტიფიცირება. ის აღმოჩნდა კარსტენ ლ., რომელიც მუშაობდა ტექნიკური დაზვერვის დეპარტამენტში დანაყოფის ხელმძღვანელად. თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას წვდომა ჰქონდა უამრავ საიდუმლო დოკუმენტზე.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ გამოძიების ყურადღება გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურში მომუშავე სხვა პირმა მიიპყრო - მან სავარაუდოდ, გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები თავის სამუშაო კომპიუტერში გახსნა. მაგრამ გამოძიება ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ისიც ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ. სავარაუდო ვერსიაა, რომ ეჭვმიტანილი კარსტენ ლ. ცდილობდა გამოეყენებინა აღნიშნული პირი საკუთარი თავისგან ეჭვის გადასატანად.

როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ფედერალური დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა 21 დეკემბერს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. კაცს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან.

იუწყებიან, რომ გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში მომუშავე კაცმა, 2022 წელს რუსეთის დაზვერვის სამსახურს პროფესიული საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია გადასცა (კონკრეტულად რაზეა საუბარი, სახელმწიფო საიდუმლოების გამო არ ზუსტდება). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთს აღნიშნული პირის მეშვეობით შეეძლო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიღება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S