Accentnews.ge
პოდოლიაკი: "უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა"

პოდოლიაკი: "უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა"

29/12/2022 08:21:06 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

„29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა. ველით მორიგ წინადადებებს „სამშვიდობოებისგან“ „მშვიდობიან დარეგულირებაზე, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“და არასასურველ პროვოკაციებზე“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან ფრთოსანი რაკეტებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან ბომბავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S