Accentnews.ge
ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

29/12/2022 09:13:48 ევროპა

29 დეკემბერს დილით ჯანკოეში აფეთქებების ხმები გაისმა. ადგილობრივი ტელეგრამ– არხები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა.

„ჩვენი გამომწერები იტყობინებიან, რომ მოხდა 3-4 აფეთქება. გარეუბნებში ჩანს კვამლის სვეტი, ”- იუწყება ტელეგრამ–არხი «Крымский ветер».

ამ დროისთვის ყირიმის რუსულ ხელისუფლებას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათარც უკრაინელი ოფიციალური პირები აკეთებენ ჯერ–ჯერობით კომენტარს.

ჯანკოეში განთავსებულია რუსული სამხედრო აეროდრომი. როგორც ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, იქიდან მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ჯარებისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადანაწილება. დაზვერვის მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისში, მედვედევკას დასახლებასთან ახლოს მდებარე საველე პარკში 750-მდე ერთეული იარაღი და ტექნიკა იყო მობილიზებული.

აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. რუსეთის ხელისუფლება ამას ხსნის „უკრაინის დრონებით“ და „საჰაერო თავდაცვის სამუშაოებით“. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დრონებს ყირიმის "მთავარი საფრთხე" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S