Accentnews.ge
ამერიკელი ექსპერტი: "სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია"

ამერიკელი ექსპერტი: "სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია"

29/12/2022 09:45:12 პოლიტიკა, სამართალი

"მიხეილ სააკაშვილს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია", - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა დეივიდ სმიტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ექსპერტმა ასევე დადებითად უპასუხა ადვოკატის შეკითხვას, ემუქრება თუ არა სააკაშვილს სიკვდილის გარდაუვალი რისკი საქართველოში მკურნალობის ხელმიუწვდომლობის გამო.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციის დროს, შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იქნას ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში, შეერთებულ შტატებში ჩვენ ასეთი დაწესებულება გვაქვს. მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სპეციფიკურ თერაპიას, ეს ეხება მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებთან დაკავშირებით, რომელიც არსებული სიმპტომების ნიველირებისთვის მიეცემოდა“,- განაცხადა დეივიდ სმიტმა.

ასევე კითხვებს, არის თუ არა სააკაშვილის დაავადებების მიმდინარეობის დინამიკა მკვეთრად უარყოფითი და არსებობს თუ არა ინვალიდობის ან სიკვდილის რისკი, ექსპერტმა დადებითი პასუხები გასცა.

რაც შეეხება თავად ექსპერტის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი სხვადასხვა მეტალებითაა მოწამლული, სმიტმა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერებები სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება.

„ისინი არ შეიძლება იყოს ინდიკატორი რომელიმე სამედიცინო მეთოდის მკურნალობის, რამეთუ ისინი ძალიან ტოქსიკურია. ეს მეტალები ამძიმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე, საქმე გვაქვს მიზეზობრივ კავშირთან - ამ მეტალებს კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებებთან“,- განაცხადა დეივიდ სმიტმა.

ადვოკატის კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა შემდეგი აღნიშნა:

"მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები, მათ შორის კრუნჩხვები. მას სიმპტომები ჰქონდა უკვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია მძიმე მეტალებზე, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S