Accentnews.ge
სმიტი: "ვთვლი, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა"

სმიტი: "ვთვლი, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა"

29/12/2022 09:48:54 პოლიტიკა, სამართალი

"ვთვლი, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა", – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგმა დეივიდ სმიტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატის კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია მარტში მოხდა.

"მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები", აღნიშნა სმიტმა.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა შემდეგი აღნიშნა:

"მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები, მათ შორის კრუნჩხვები. მას სიმპტომები ჰქონდა უკვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია მძიმე მეტალებზე, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მისი ევროპის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა სამკურნალოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S