
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა
28/10/2019 10:49:33 სხვა, საზოგადოება
ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"ქვეყნის სამსახურში მყოფი ცუგები ბევრს შრომობენ. ხშირად, მათ შორ მანძილზე უწევთ მგზავრობა, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. დამქანცველი მგზავრობის შესამსუბუქებლად ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა.
ამიერიდან, პოლიციელი ცუგები მისიას უფრო ყოჩაღად შეასრულებენ.
შეგიძლიათ, გამოიცნოთ, რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი მისია?" - წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.