Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვამ 69 რუსული რაკეტიდან 54 გაანადგურა - ზალუჟნი

უკრაინის თავდაცვამ 69 რუსული რაკეტიდან 54 გაანადგურა - ზალუჟნი

29/12/2022 11:17:39 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 29 დეკემბრის დილით უკრაინის ქალაქების მიმართულებით 69 რაკეტა გაუშვა.

„წინასწარი მონაცემებით, დარტყმისთვის სულ 69 რაკეტა იქნა გამოყენებული. უკრაინის თავდაცვის ძალებმა განადგურდა მტრის 54 ფრთოსანი რაკეტა“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ამ დარტყმისთვის რუსეთმა გამოიყენა საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300––ის საზენიტო მართვადი რაკეტები. თავდასხმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისკენ იყო მიმართული.

დღეს რუსეთმა მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ.

ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც.

ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.

„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.

ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S