![ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ იუწყებიან [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/hjkiuii.jpg)
ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ იუწყებიან [ფოტო]
29/12/2022 11:36:35 ევროპა
ბელარუსის ტერიტორიაზე S-300–ს კომპლექსის რაკეტა ჩამოვარდა. იუწყება ადგილობრივი სახელისუფლებო სააგენტო „БелТА“ და ფოტოებს აქვეყნებს.
ირწმუნებიან, რომ რაკეტა უკრაინული იყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო. მან შემთხვევის მიზეზების დადგენა საგამოძიებო კომიტეტისა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფს დაავალა.
გამოცემის ცნობით, განიხილება ორი ძირითადი ვერსია: რაკეტა არასწორი მიმართულებით გაფრინდა ან რაკეტა ბელარუსის თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
მსხვერპლის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
ბელარუსი უშუალოდ არ არის ჩართული უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეო სამხედრო მოქმედებებში, თუმცა ქვეყნის ავტორიტარი ლიდერი ლოგისტიკურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ქმედებას. მათ შორის ბელარუსიდან შეიჭრნენ რუსული ძალები უკრაინაში, ამ ქვეყნის ტერიტორიიდანაც იბომბება უკრაინული ქალაქები, ბელარუსის სახელისუფლებო მედია კრემლის პროპაგანდას ერთი–ერთში იმეორებს. ამასთან, მზარდია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კრემლი კვლავ ბელარუსიდან შეეცდება კიევზე იერიშის მიტანას და ამ ჯერზე, კამპანიაში შესაძლოა, ბელარუსი სამხედროებიც ჩართოს. ლუკაშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ ომში ჩაერთვება მაშინ, როდესაც ბელარუსს დაემუქრება საფრთხე. ამასთან, პერიოდულად ირწმუნება, რომ თითქოს დასავლეთი გეგმავს მის ქვეყანაზე თავდასხმას.