Accentnews.ge
ესტონეთის პრემიერი: „მშვიდობისკენ გზა გამარჯვებაში უკრაინის დახმარებაა“

ესტონეთის პრემიერი: „მშვიდობისკენ გზა გამარჯვებაში უკრაინის დახმარებაა“

29/12/2022 12:20:12 ევროპა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის მოწოდებით გამოვიდა ქვეყანაზე დღეს დილით რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო იერიშის შემდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სურს, მსოფლიოს დააჯეროს, თითქოს ის მშვიდობისკენ არის მოწოდებული, რეალურად უკრაინელების წინააღმდეგ მასობრივ სამხედრო დანაშაულების ჩადენას განაგრძობს. მშვიდობისკენ გზა არის უკრაინის დახმარება გამარჯვებაში და სამხედრო დახმარების გაზრდა“, - დაწერა კალასმა „ტვიტერზე“.

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დღეს მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 69 რაკეტიდან 54 ჩამოაგდო.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ.

ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც.

ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.

„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.

ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S