Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა

29/12/2022 14:55:47 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო 15:00 საათზე ჩაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოზე პროცესის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.

„მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის მიმართ შედგენილი იქნა საერთაშორისო სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია ტერმინოლოგია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეიძლება მოჰყვეს მისი გარდაცვალება. ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ყოველდღიურად გამოიყოს გარკვეული დრო. ჩვენი თხოვნა არის, რომ რამდენიმე პროცესში შევძლოთ ამ საქმის დამთავრება“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S