Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი: „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ერთზე გადმოღებულია რუსეთის რეგულაციებიდან"

სალომე სამადაშვილი: „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ერთზე გადმოღებულია რუსეთის რეგულაციებიდან"

29/12/2022 15:02:03 პოლიტიკა

"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების აგენტებად დარეგისტრირებას ითხოვს, რუსეთი და რუსული კანონმდებლობაა!", - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან დაკავშირებით უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივებს.

მისი თქმით, "რეალურად არანაირი "ხალხის ძალა" არ არსებობს და "ქართული ოცნების" ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგი უფრო და უფრო შეუფარავი ხდება".

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ერთზე გადმოღებულია რუსეთის შესაბამისი რეგულაციებიდან. რამდენიმე წლის წინ სწორედ რუსეთში მოითხოვეს ყველა უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციის დარეგისტრირება, როგორც გავლენის აგენტების. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ემზადება, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული განაცხადი ასეთი შედეგით დასრულდეს, ამის პარალელურად ხდება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და მეორეს მხრივ, ავტოკრატიული რეჟიმის გამტკიცება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" ძალიან მწარედ შემოუბრუნდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ინიციატივა ჩაფიქრებულია, როგორც სისტემური ბრძოლის ნაწილი, რომელსაც "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი თავისუფალი და ალტერნატიული აზრის ცენტრის წინააღმდეგ აწარმოებენ. პუტინის ინიციატივით შექმნილმა სისტემამ გაანადგურა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი მასმედია. "ქართული ოცნება" ამ ყველა ნაბიჯის გამეორებას ცდილობს, რომელთა დღის წესრიგი ნათელია როგორც დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S