
ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა
29/12/2022 15:31:07 მსოფლიო
ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, – იუწყება ებრაული მედია.
მისი ცნობით, მთავრობისადმი ნდობა დაადასტურა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეტში უმრავლესობას წარმოადგენს
გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ უკვე დადო ფიცი და ოფიციალურად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ნეთანიაჰუ უკვე იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1996-1999 და 2009-2021 წლებში.