Accentnews.ge
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 25 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 25 წლის ქართველი დააკავეს

30/12/2022 06:58:35 სამართალი

საბერძნეთში პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა - იუწყება ბერძნული მედია.

მისი ცნობით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროს სადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა. დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მანამდე მეტროს სადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S