Accentnews.ge
კადიროვმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, იბრძოლოს რუსეთის პრეზიდენტობისთვის

კადიროვმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, იბრძოლოს რუსეთის პრეზიდენტობისთვის

30/12/2022 07:12:15 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, კენჭი იყაროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან „ვლადიმირ პუტინის შემდეგ ქვეყნის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება“. ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან განმარტა, რომ ეს განპირობებულია რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის პიროვნული თვისებებით.

"მე რუსეთის მოქალაქე ვარ და მაქვს უფლება[არჩევნებში მონაწილეობის]. სხვებს შეუძლიათ, მაგრამ ჩეჩნებს არა?“,– დასვა კითხვა კადიროვმა და თავადვე უპასუხა: „შესაძლებელია".

კადიროვის თქმით, პუტინი არის "ბრძენი, შორსმჭვრეტელი, ძლიერი, ნიჭიერი, პატიოსანი, წესიერი" ადამიანი.

ოქტომბრის დასაწყისში კადიროვმა გამოაცხადა, რომ პუტინმა მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მისცა. კადიროვმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება 28 მარტს მიიღო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კადიროვმა ომს დაუჭირა მხარი. მან საკუთარ თავს პუტინის "ერთგული ქვეითი" უწოდა და თქვა, რომ მზადაა, შეასრულოს მისი ნებისმიერი ბრძანება. მან ასევე შესთავაზა პუტინი გახდეს რუსეთის „უვადო პრეზიდენტი“.

რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა რუსული ელიტა, განსაკუთრებით ძალოვანები უკიდურესად გადაიმტერა და რომ მისი კარიერა, უსაფრთხოება პირადად პუტინზეა დამოკიდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S