Accentnews.ge
ჰოლანდია მობილიზაციას გაქცეულ რუსებს აღარ შეიფარებს

ჰოლანდია მობილიზაციას გაქცეულ რუსებს აღარ შეიფარებს

30/12/2022 07:28:52 ევროპა

ჰოლანდიის იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის განაცხადზე რუსი წვევამდელებისგან, რომლებმაც უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე.

საუბარია რუსეთის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე. უწყება განმარტავს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, იძულებულნი არიან თუ არა რუსი წვევამდელები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში. მიმდინარე მოხსენება რუსეთის ჯარში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადდა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე. ნიდერლანდები ელოდება ახალ ანგარიშს 2023 წლის პირველ კვარტალში, რის შემდეგაც შესაძლოა, თავშესაფრის თაობაზე გადაწყვეტილება შეიცვალოს.

მსგავსი მიდგომა ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ და თავს არიდებენ მობილიზაციას. ჰოლანდიის საიმიგრაციო სამსახური მათთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას დროებით არ მიიღებს, ვინაიდან 2022 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

რუსებს, რომლებიც უკვე ჩავიდნენ ჰოლანდიაში და გააკეთეს განაცხადი თავშესაფარზე, ურჩევენ, არ დატოვონ ქვეყანა. მათი დეპორტაცია არ განხორციელდება.

გადაწყვეტილება არ ვრცელდება პროფესიონალ სამხედროებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S