Accentnews.ge
უკრაინის არმია საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე შევა - დანილოვი

უკრაინის არმია საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე შევა - დანილოვი

30/12/2022 10:30:35 ევროპა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი სამხედროები შეიძლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევიდნენ,– იუწყება РБК-Украина Kyiv Post–ზე დაყრდნობით.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, უკრაინის არმია ქვეყნის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, დანილოვმა უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება.

"დიახ, აუცილებლად. თუ ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო იქნება, აღმოვჩნდეთ იქ, სადაც ყოფნას აუცილებლად ჩავთვლით, იქ ვიქნებით. და არავის დავეკითხებით. და მთელი ეს საუბრები, რომ არ არის საჭირო ვინმეს გაღიზიანება, სისულელეა“, - განმარტა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S