Accentnews.ge
"დასავლეთის სარდლობაში" ცვლილებები რუსეთის თავდაცვაში უთანხმოებაზე მიუთითებს – ბრიტანული დაზვერვა

"დასავლეთის სარდლობაში" ცვლილებები რუსეთის თავდაცვაში უთანხმოებაზე მიუთითებს – ბრიტანული დაზვერვა

30/12/2022 11:46:44 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ნიკიფოროვი, სავარაუდოდ, დაიკავებს რუსეთის დასავლეთ ძალების მეთაურის თანამდებობას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის იქნება ამ დაჯგუფების მეოთხე მეთაური და შეცვლის გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევს, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა.

"როგორც რუსეთის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის (VGV) შტაბის უფროსი შეჭრის პირველ კვირებში, ნიკიფოროვი აქტიურად იყო ჩართული VGV-ისა და საჰაერო სადესანტო ჯარების წარუმატებელი მცდელობის დაგეგმვაში, წინ წასულიყვნენ კიევში ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩერნობილის ზონის გავლით."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ რუსი უფროსი ოფიცრების მიმდინარე ცვლილება, სავარაუდოდ, ასახავს შიდა განხეთქილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ომის შემდგომი განვითარების წარმართვასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S