
უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის ახალი პარტია მიიღო
30/12/2022 13:53:37 ევროპა
უკრაინაში ჩავიდა Starlink-ის ტერმინალების მესამე პარტია პოლონეთიდან, რომელიც დამონტაჟდება მნიშვნელოვან ობიექტებზე,– განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
"უკრაინამ მიიღო Starlink-ის კიდევ ერთი პარტია. დღეს ისინი გაიგზავნებიან მდგრადობის წერტილებში, ასევე სამედიცინო და ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა შეინარჩუნონ კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან და კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ გააგრძელოს მუშაობა ურთულესი სიტუაციების მიუხედავად“, - განაცხადა პრემიერმა.
მან დასძინა, რომ ეს არის დიდი ტვირთის პირველი ნაწილი, რომელიც იანვრის ბოლომდე უნდა ჩასულიყო უკრაინაში და მადლობა გადაუხადა პოლონეთს და პოლონეთის მთავრობას დახმარებისთვის.
პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენ ტერმინალს მიიღებს უკრაინა ამ პაკეტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 5000 ტერმინალი გადასცა.