Accentnews.ge
ფინეთში სამხედრო სამსახურში კეთილი ნებით ქალების რეკორდული რაოდენობა გამოცხადდა

ფინეთში სამხედრო სამსახურში კეთილი ნებით ქალების რეკორდული რაოდენობა გამოცხადდა

30/12/2022 14:19:35 ევროპა

ფინეთში წელს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური ქალების რეკორდულმა რაოდენობამ გაიარა, ასევე რეკორდულია მათი რაოდენობა, რომელთაც ჯარში მსახური დაიწყეს,– იუწყება Yle ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც განიმარტა, 2022 წელს ნებაყოფლობითი სამსახური შეიარაღებული ძალების ან სასაზღვრო სამსახურის რიგებში 1040 ქალმა გაიარა. მაჩვენებელი პირველად გადააჭარბა ათასს.

1211 ქალი იწყებს სამხედრო სამსახურს - ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.

რეზერვისტ ქალთა რაოდენობა ფინეთში 2009 წლიდან სტაბილურად იზრდება. მათ რაოდენობა, რომელთაც ამ ერთი წლის განმავლობაში წვრთნა ბანაკში რეზერვისტის ან მესაზღვრის რანგში გაიარა, 12 ათასს აღემატება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში გააქტიურდა დისკუსია,რომ კაცების და ქალების სამხედრო სამსახურში გაწვევა სავალდებულო გახდეს, თუმცა ჯერ–ჯერობით იდეა განხილვის დონეზეა. ანალოგიური დისკუსია დაიწყო ლატვიაშიც.

ცნობისთვის: ფინეთის მოსახლეობა დაახლოებით 5,5 მილიონს შეადგენს. ქვეყანას 1300 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთთან. რუსეთის მიერუკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ნეიტრალურმა ფინეთმა ნატო–ს წევრობაზე გააკეთა განაცხადი. ის სავარაუდოდ, მომავალ წელს შეუერთდება ალიანსს შვედეთთან ერთად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S