Accentnews.ge
სანდუ - მოსკოვთან მოლაპარაკებებზე: "აგრესორთან სასაუბრო არაფერი გვაქვს"

სანდუ - მოსკოვთან მოლაპარაკებებზე: "აგრესორთან სასაუბრო არაფერი გვაქვს"

30/12/2022 18:52:25 ევროპა

აგრესორ სახელმწიფოსთან სასაუბრო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.

პრეზიდენტს ჰკითხეს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, რაზეც სანდუმ უპასუხა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მისი თქმით, მუქარა და სხვა სახელმწიფოების დაშინება ის პოლიტიკაა, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს რუსეთის ფედერაცია.

„ასეთია რუსეთის ინსტრუმენტები: მუქარები, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობები. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ვთქვით, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება იყოს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც თავის მეზობლებს კლავს?!” - განაცხადა სანდუმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S