
ზალუჟნი: „ბრძოლაში იბადება ერი! ჩვენ გვაქვს ძალა მტრის დასაძლევად!“
30/12/2022 19:57:48 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ საახალწლო და საშობაო დღესასწაულების მილოცვისას განაცხადა, რომ უკრაინას ექნება საკმარისი ძალა „მტრის დასაძლევად“.
„ჩვენ არ აგვირჩევია ომი. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა და თვითონ ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენი და ჩვენი ახლობლების მხრებზე მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლის გემო და სისხლის ფერი აქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა მტრის დასაძლევად! ბრძოლაში იბადება ერი! უფალმა დაგლოცოთ, ახლობლებო! დაე, ჩვენი გამარჯვება იყოს უკრაინის აყვავების დასაწყისი და დასასრული რუსეთისთვის“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიმართა: „ყველას, ვინც ხაზშია, ვინც პოზიციებს იცავს, უკრაინის დამცველების და მათ ნათესავებს, მეგობრებს, ყველას, ვინც ლოცულობს, სწამს, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს. ყველას, ვინც ეწინააღმდეგება მსოფლიო ბოროტებას – გილოცავთ ახალ წელს და შობას!“.
მანამდე, 25 დეკემბერს საშობაო მილოცვაში ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და სთხოვა, ელოცათ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.