Accentnews.ge
მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

02/01/2023 10:31:30 სამართალი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S