Accentnews.ge
პოლიციამ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

02/01/2023 16:28:52 სამართალი

პოლიციამ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

შსს–ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს", – აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S