Accentnews.ge
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს

03/01/2023 08:59:29 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს.

„მას სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს, ამას გავივლით. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებზე შევჯერდებით. ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. იქ არიან ამერიკელი, ინგლისელი, უკრაინელი და ქართველი ექსპერტები. ეს ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები გვაქვს გასავლელი", – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, დააყრნოს შუამდგომლობა, რომ მოსამართლემ საქმე ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს.

"ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მთხოვა, რომ დავაყენო შუამდგომლობა, ფაქტობრივად, 24 - საათიან რეჟიმში განიხილოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსი აღარაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დარჩენილი არიან მნიშვნელოვანი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ისინი გააჟღერებენ, შემდეგ დიაგნოზებს იტყვიან, უნდა დაასაბუთონ რა კვლევებით, რა მსჯელობით, რა სამეცნიერო მეთოდიკით მივიდნენ ამ დიაგნოზამდე.“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S