Accentnews.ge
თურქული მედია "აზოვის" მებრძოლებისა და მედვედჩუკის გაცვლის დეტალებს ასაჯაროებს: "მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა"

თურქული მედია "აზოვის" მებრძოლებისა და მედვედჩუკის გაცვლის დეტალებს ასაჯაროებს: "მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა"

03/01/2023 13:24:19 მსოფლიო

თურქული მედია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამის ვიქტორ მედვედჩუკისა და "აზოვის" ბატალიონის 5 წევრის გაცვლის დეტალებზე წერს.

გამოცემა Hurriyet-ს ინფორმაციით, გაცვლის ინიციატორი რუსეთი იყო, პროცესის ორგანიზების თაობაზე კი მოლაპარაკებები თურქეთის დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

"მოთხოვნა რუსებისგან მოვიდა და როცა უკრაინელები შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები თურქეთში, ანკარაში გაიმართა, რომელსაც ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ უმასპინძლა. მოლაპარაკებებს დრო დასჭირდა. რუსებმა დააყენეს პირობა, რომ "აზოვის" ბატალიონის 5 მეთაური თურქეთში დარჩებოდა და უკრაინა წინადადებას დათანხმდა",– იუწყება თურქული გამოცემა.

Hurriyet-ს ცნობით, ანკარაში დათქმულ დროს დაჯდა ორი თვითმფრინავი: რუსეთიდან ჩაიყვანეს აზოველი ტყვეები, უკრაინიდან კი - მედვედჩუკი.

"დაშვების შემდეგ თურქეთის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ უკრაინელი ოფიციალური პირები ავიდნენ რუსულ თვითმფრინავში, ხოლო რუსი ოფიციალური პირები - უკრაინულ თვითმფრინავში, რათა გასაცვლელი პირების და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ. მას შემდეგ თურქეთის სტუმრები არიან "აზოვის" ბატალიონის მეთაურები. აღნიშნულის შემდეგ შეთანხმება არც ერთ მხარეს არ დაურღვევია", –იტყობინება Hurriyet.

რაც შეეხება ვიქტორ მედვედჩუკს, მისი შემდგომი ბედის შესახებ ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი.

გაცვლა შარშან სექტემბერში ჩატარდა ანკარაში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გაცვლის ინიციატორი იყო რუსეთის მხარე, მისი ორგანიზების თაობაზე მოლაპარაკებები კი თურქეთის დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

ანკარაში დათქმულ დროს დაჯდა ორი თვითმფრინავი: რუსეთიდან ჩაიყვანეს აზოველი ტყვეები, უკრაინიდან კი - მედვედჩუკი. მხარეთა წარმომადგენლები ერთმანეთის თვითმფრინავებში ავიდნენ გაცვლის მონაწილეების პიროვნებათა დასადგენად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

ამ პროცედურის შემდეგ შედგა შეუფერხებელი გაცვლა, წერს Hurriyet-ი.

ცნობილია, რომ თურქეთის მხარის მიწვევით, „აზოვის“ მეთაურები თურქეთში დარჩნენ ომის დასრულებამდე. მათი უსაფრთხოების გარანტიები თავად პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასცა.

Hurriyet-ის ვერსიით, ეს რუსეთის მხარის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი პირობა იყო გაცვლისთვის.

ვიქტორ მედვედჩუკის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S