
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7038 ლარი გახდა
03/01/2023 13:32:38 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7038 ლარი ეღირება, ევრო – 2.8498 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2216 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7020 ლარი ღირდა, ევრო – 2.8844 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2581 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.