Accentnews.ge
პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

04/01/2023 12:45:03 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა­ გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S