Accentnews.ge
ისტორიაში პირველად, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები მოზამბიკი და შვეიცარია გახდნენ

ისტორიაში პირველად, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები მოზამბიკი და შვეიცარია გახდნენ

04/01/2023 13:45:42 მსოფლიო

ისტორიაში პირველად, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები მოზამბიკი და შვეიცარია გახდნენ.

დღეიდან ეკვადორმა, იაპონიამ, მალტამ, მოზამბიკმა და შვეიცარიამ მოვალეობის შესრულება დაიწყეს. ისინი 15– წევრიანი საბჭოს დროებითი წევრები 2 წლის განმავლობაში იქნებიან.

"ეს არის ისტორიული ფაქტი", – განაცხადა გაეროში მოზამბიკის ელჩმა პედრო კომისარიო აფონსომ.ხოლო შვეიცარიის ელჩმა პასკალ ბაერისვილმა თქვა, რომ "აღნიშნული "პოსტის" დაკავება ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა".

რაც შეეხება მალტას, ის მეორედ შეუერთდა საბჭოს, ეკვადორი – მეოთხედ და იაპონია – მეთორმეტედ.

საბჭოს სხვა არამუდმივი წევრები არიან ალბანეთი, ბრაზილია, გაბონი, განა და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

15–წევრიანი საბჭოს 5 მუდმივი წევრია აშშ, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომელთაც ვეტოს უფლება აქვთ. საბჭოს დანარჩენ 10 წევრს გაეროს გენერალური ასამბლეა ეტაპობრივად ორწლიანი ვადით ირჩევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S