Accentnews.ge
ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

29/10/2019 04:06:30 სხვა, მსოფლიო

ბულგარეთმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ბულგარეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ჯაშუშობას ედავებიან. 

მისივე ცნობით, ბულგარეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ხშირად მართავდა საიდუმლო შეხვედრებს ბულგარეთის მოქალაქეებთან და სამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ბულგარეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს საიდუმლო ინფორმაციებთან ჰქონდათ წვდომა. ბულგარეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებების მიზანი სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება იყო, მათ შორის მატერიალური კომპენსაციით. 

რუსმა დიპლომატმა ბულგარეთი უკვე დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S