
შსს-მ ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო
04/01/2023 18:37:37 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყებაში ამბობენ, რომ საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა. ტელეარხის ცნობით, ინფორმაციას თავად შარაშიძეც ადასტურებს.