Accentnews.ge
ბუდანოვი: დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება

ბუდანოვი: დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება

04/01/2023 20:19:37 მსოფლიო

უკრაინასთან ომის მსვლელობისას არ არის გამორიცხული ახალი დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ. დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ ამ დარტყმებს უკრაინა განახორციელებს და დასძინა, რომ ყველა კომენტარს ომის დასრულების შემდეგ გააკეთებს

ბუდანოვმა თქვა, რომ ის იყო "მოხარული ენგელსში, სარატოვის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან ასობით კილომეტრში რუსეთის ავიაბაზაზე დარტყმების ნახვით".

მანამდე დასავლური მედია უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ დარტყმები უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს, იგივეს აცხადებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. ოფიციალური კიევი ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ბუდანოვმა დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ანექსირებულ ყირიმს დაარტყამენ - რუსეთი მას მისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, ყირიმს სუვერენული უკრაინის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.

ბუდანოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ომი 2023 წელს უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S