
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
05/01/2023 08:31:33 სამართალი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
"მოზაიკას" ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.