
ბაიდენმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოთქვა
05/01/2023 18:25:46 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოთქვა.
"მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. 25 დეკემბერს და ახალ წელს იგი მზად იყო საავადმყოფოების, საბავშვო ბაღებისა და ეკლესიების დაბომბვისთვის", განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს და შემდეგი დასძინა:
"ვფიქრობ, იგი ცდილობს გარკვეული ჟანგბადის პოვნას".
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.