
სააკაშვილის ადვოკატი: "მივმართავ მოსამართლე გიორგი არევაძეს, სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩანიშნოს"
06/01/2023 07:44:45 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს.
„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, რაც შეეხება საზღვარგარეთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.