Accentnews.ge
ლუკაშენკომ ბელარუსში დისლოცირებული რუსი სამხედროები მოინახულა

ლუკაშენკომ ბელარუსში დისლოცირებული რუსი სამხედროები მოინახულა

06/01/2023 10:40:56 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოინახულა ქვეყანაში მდებარე სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთის ჯარისკაცები არიან დისლოცირებულნი.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "შეხვედრაზე ლუკაშენკომ და რუსეთის არმიის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნის საკითხი".

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაყოფები მზად არიან დაგეგმილი ამოცანების შესასრულებლად", - ამბობს რუსეთის არმიის წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს.

კიევი აცხადებს, რომ მინსკს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის ომში არ ჩაერთვება, თუმცა რუსეთმა ბელარუსი გამოიყენა შარშან 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრისთვის და ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვლავ იყენებს უკრაინულ ქალაქებზე "დრონებით" და რაკეტებით იერიშების მისატანად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S