
თბილისში პოლიციელი მოკლეს
08/01/2023 10:17:22 სამართალი
დღეს დილით, სავარაუდოდ გამთენიისას თბილისში პოლიციელი მოკლეს.
მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.