Accentnews.ge
16 იანვრიდან რუსეთი და ბელარუსი საჰაერო ძალების ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

16 იანვრიდან რუსეთი და ბელარუსი საჰაერო ძალების ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

09/01/2023 07:15:42 მსოფლიო

16 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით პერიოდში რუსეთი და ბელარუსი საჰაერო ძალების ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.

როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 8 იანვარს ქვეყანაში რუსეთის საჰაერო სამმართველოს ჯგუფი ჩავიდა.

"წვრთნებში ჩაერთვება ბელარუსის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და სასწავლო მოედანი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი ცნობით, რუსეთთან ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების ფარგლებში ბელარუსში რუსული წარმოდგენილობა იზრდება.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პერსონალი, იარაღი, სამხედრო და სპეცტექნიკა ბელარუსის რესპუბლიკაში ჩამოსვლას გააგრძელებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S