
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს
09/01/2023 08:19:48 სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც ვერ ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოლიდარობის აქციას მართავენ.
„რუსული რეჟიმი გვყავს დასამარცხებელი და რაც უფრო აქტიური იქნება ქუჩის პროტესტი, მით უფრო შეაწუხებს ეს ბიძინა ივანიშვილს და დიდი შანსია, რომ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი”, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.