Accentnews.ge
ამერიკელი ექიმი: "სააკაშვილის დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის"

ამერიკელი ექიმი: "სააკაშვილის დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის"

09/01/2023 09:28:50 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოწმის სახით კალიფორნიელ ექიმს შაჰინ ლახანიას კითხავენ.

როგორც ექიმმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, "სააკაშვილის დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის".

"ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე კრუნჩხვები. ასევე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე, ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ასევე მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. [...] დიახ, მე ვთვლი, როგორც ნევროპათოლოგი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისთვის სასჯელის მოხდისთვის", – განაცხადა ექიმმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S