Accentnews.ge
ამერიკელი ექიმი – სააკაშვილის შესახებ: "კრუნჩხვებმა პაციენტი შეიძლება, უცაბედ სიკვდილამდე მიიყვანოს"

ამერიკელი ექიმი – სააკაშვილის შესახებ: "კრუნჩხვებმა პაციენტი შეიძლება, უცაბედ სიკვდილამდე მიიყვანოს"

09/01/2023 10:17:12 პოლიტიკა, სამართალი

ამერიკელი ექიმის შაჰინ ლახანის განცხადებით, ექს–პრეზიდენტტ მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვები, რამაც პაციენტი შესაძლოა, უცაბედ სიკვდილამდე მიიყვანოს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. ამის შესახებ კალიფორნიელმა ნევროლოგმა დღეს სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

"სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნის სიკვდილის საფრთხეს. ამ მხრივ საყურადღებოა კრუნჩხვები, რომელმაც შეიძლება, მიიყვანოს პაციენტი უცბად სიკვდილამდე, თუ არ იქნება სწორი მკურნალობა. ამის საფრთხე არსებობს, რადგან მას არ უტარდება სწორი მკურნალობა. რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა მძიმდება სწრაფად, დემენცია იწვევს მის ყოველდღიური აქტივობის დარღვევას. ბოლო 8 თვის განმავლობასი მდგომარეობა მკვეთრად და სწრაფად დამძიმდა, ვინაიდან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება, მისი გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მკურნალობა არის არაადეკვატური", - განაცხადა ექიმმა.

როგორც მან აღნიშნა, "სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის და ჩამოთვალა ექსპრეზიდენტის დიაგნოზები". კერძოდ, ექიმმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილს აქვს დემენცია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობასა". მისი თქმით, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ, ექს–პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც დისტანციურად, ვერც ფიზიკურად ესწრება. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S