
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
09/01/2023 13:30:50 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6990 ლარი ეღირება, ევრო – 2.8809 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2728 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7072 ლარი ღირდა, ევრო – 2.8464 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2105 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.